„ნინო, ორივე საოცრად გგავს, დედასავით დახატულები არიან“ - ნინო სურგულაძე უსაყვარლესი ტყუპის ვიდეოს აქვეყნებს - Marao

„ნინო, ორივე საოცრად გგავს, დედასავით დახატულები არიან“ - ნინო სურგულაძე უსაყვარლესი ტყუპის ვიდეოს აქვეყნებს

2022-02-17 14:56:02+04:00


მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.

გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ:

„ჩემსა და გიორგის შორის გრძნობა რომ გაჩნდა, თითქოს თავში რაღაც დამეცა. ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი. არ მეგონა, რომ ამ ასაკში ასეთი დიდი სიყვარული მეწვეოდა. უბედნიერესი ადამიანები ვართ და თან ორ შვილს ველოდებით” - ამბობდა ნინო.

ნინო სურგულაძის ტყუპი, ზაქარია და ნატალია, სოციალურ ქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ ახალ ვიდეოს კი გამომწერების მხრიდან უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა: „რა ლამაზები არიან“, „ნინო, ორივე შენ გგავს, დედასავით დახატულები არიან“, „საოცარი შვილები გყავს“ - წერენ კომენტარებში.