ივნისში ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა დათო ხუჯაძემ რჩეულზე, ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. როგორც დათო ხუჯაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, მის მეუღლეს საინტერესო პროფესია აქვს, ეკამ საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა, ლოტბარია, თუმცა ამ პროფესიით არასდროს უმუშავია. მათ ერთმანეთი აეროპორტში გაიცნეს და მალევე იქორწინეს, კადრებმა წყვილის ქორწილიდან კი სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილი შეეძინათ. მათ გოგონას ილა დაარქვეს. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა უსაყვარლესი პატარას პირველ ფოტოებს. წყვილის მეგობრებისგან ილამ უამრავი კომპლიმენტი და თბილი კომენტარი დაიმსახურა.