"ერთადერთი ბედნიერება, რომელიც გამოსაცდელი დამრჩა, დედობაა… მადლობა ღმერთს, მალე არამიწიერ ბედნიერებას მაზიარებს… გილოცავთ, დედიკოებო! მშვიდობას გისურვებთ მთელ სამყაროში, მშვიდობას!!!" - წერს მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა. ის მალე პირველი შვილის დედა გახდება.
ნანუკა გულუამ და კახა კაშიამ გასულ წელს იქორწინეს. წყვილის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ნანუკა ამის შესახებ არასდროს საუბრობდა და ამ თემის ირგვლივ საკუთარ თავზე ხშირად ხუმრობდა კიდეც. ორსულობის შესახებ საკუთარ "ფეისბუკზე" ნანუკა გულუამ დღეს, 3 მარტს დაწერა.