მომღერალი სოფო ნიჟარაძე ბოლო დროს არაერთხელ გახდა განხილვის საგანი, განსაკუთრებული ყურადღება კი მას შემდეგ დაიმსახურა, რაც შვილთან, ელის-მარიასთან ერთად აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა.
ელის-მარია სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საერთო შვილია. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი შვილის მამის ვინაობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, ჭორები მისი და მიხეილ სააკაშვილის რომანის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა.
მოგვიანებით, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტზე, სოფომ ელის-მარია საზოგადოებას წარუდგინა და, ამის პარალელურად, ციხიდან მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა განცხადება და დაადასტურა, რომ ელის-მარია მისი შვილია.
ელის-მარია სააკაშვილი, მშობლების მსგავსად, საზოგადოებაში უკვე სარგებლობს პოპულარობით. მისი ფოტოები და ვიდეოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
ამჯერად სოფომ ელისის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის უკრაინის დროშის ფერების კუბებით თამაშობს.
„თანდათან როგორ ძალიან გემსგავსება, სოფია, ეს საყვარელი გოგო“ - წერენ სოფოს გამომწერები.
"უსაყვარლესი ალისა და უმაგრესი სოფო" - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძისა და ელის-მარია სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს
"ერთნაირები" - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიასთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს
„მაგარი გოგო, ჩვენი საამაყო მომავალი... როგორი საყვარელია...“ - სოფო ნიჟარაძე ელის-მარია სააკაშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს