"მანჩესტერისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა რონალდომ "ინსტაგრამით" ახალშობილი შვილის გარდაცვალება დაადასტურა.
"დიდი მწუხარებით ვიტყობინებით, რომ ჩვენი ბიჭი გარდაიცვალა. მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს იმის ძალასა და სიხარულს, რომ ეს გადავიტანოთ.
ექიმებსა და მედდებს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით.
ჩვენ განადგურებულნი ვართ და ამ ძალიან მძიმე დროს კონფიდენციალურობას გთხოვთ. ჩვენი ბიჭი, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. მუდამ გვეყვარები", - წერს კრიშტიანო.
წყვილი ტყუპს ელოდებოდა.