პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა შაბათს გამოაქვეყნეს თავიანთი უმცროსი შვილის, პრინც ლუის ახალი ფოტოები, მისი მეოთხე დაბადების დღის აღსანიშნავად.
ჰერცოგინიას მიერ გადაღებულ ოთხ სურათზე ნაჩვენებია პატარა უფლისწული, რომელიც თამაშობს და პოზირებს სანაპიროზე, ოჯახის სახლის მახლობლად, ნორფოლკში. ქეითი, გულმოდგინე ფოტოგრაფი, ჩვეულებრივ იღებს კემბრიჯის ბავშვების ფოტოებს, პროფესიონალი ფოტოგრაფების გარეშე და საზოგადოებასაც ხშირად უზიარებს.
ლუი, რომლის სრული სახელია კემბრიჯის პრინცი ლუი არტურ ჩარლზი, დაიბადა 2018 წლის 23 აპრილს. ის არის უილიამის და ქეითის მესამე შვილი, რომელსაც წინ უძღოდა უფროსი ძმა პრინცი ჯორჯი, 8 წლის და პრინცესა შარლოტა, 6 წლის.
ახლახან გამოქვეყნებული ფოტოების ადგილმდებარეობა, როგორც ჩანს, იგივეა, რაც პლაჟი, რომელიც ნაჩვენებია ოჯახურ ვიდეოში, რომელიც უილიამმა და ქეითმა გასულ წელს გაავრცელეს ერთად ყოფნის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
“ყველაფერი 2001 წელს დაიწყო, სენტ ჯეიმსის უნივერსიტეტში, სადაც ქეითი და უილიამი ერთად სწავლობდნენ…” – პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის სიყვარულის ისტორია
რატომ არ სურდა პრინც უილიამს ქეით მიდლტონზე ქორწინება?