ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. ისინი სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.
ამჯერად წყვილი სწორედ პატარა სანის დაბადების დღეს აღნიშნავს, რომელიც ბაკურიანში გადაიხადეს. ფოტოები ანდრიამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
„ასეთი იყო ჩვენი სანის დაბადების დღე“ - წერს მსახიობი.