მომღერალი მარიკა თხელიძე და მისი მეუღლე, "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი მანველიძე, პირველ საერთო შვილს ელოდებიან. მათ უკვე ბავშვის სქესიც გაიგეს და ემოციური კადრები სოციალურ ქსელშიც გაასაჯაროვეს. მარიკა და გიორგი მალე გოგოს მშობლები გახდებიან.
წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ნინი ქარსელაძის დახმარებით გაიცნო და მათი მეგობრული ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში: „გიორგის მიმართ პირველივე ნახვისას სიმპათიით განვეწყვე. მალევე სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ჩვენი ურთიერთობაც იქ დაიწყო. გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცხოვრა და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა“, - ამბობდა მარიკა თხელიძე.
