„ვერასა და კონსტანტინეს იდეალური სიყვარული წარსულს ჩაბარდა“ - ღალატი და სკანდალები ურთიერთობაში - რუსული მედია კონსტანტინე მელაძისა და ვერა ბრეჟნევას დაშორების შესახებ წერს - Marao

„ვერასა და კონსტანტინეს იდეალური სიყვარული წარსულს ჩაბარდა“ - ღალატი და სკანდალები ურთიერთობაში - რუსული მედია კონსტანტინე მელაძისა და ვერა ბრეჟნევას დაშორების შესახებ წერს

2022-07-04 11:03:10+04:00


ვერა ბრეჟნევასა და კონსტანტინე მელაძეს შორის დაძაბულობაა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო დროს მათ შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, რომ ვარსკვლავური წყვილი განქორწინებასთან ახლოსაა.

"ვია გრას“ ყოფილი სოლისტი, 40 წლის ვერა ბრეჟნევა, 59 წლის კომპოზიტორზე, კონსტანტინ მელაძეზე, 2015 წელს დაქორწინდა. შეყვარებულებს მანამდეც ჰქონდათ ურთიერთობა, რომელიც რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა. ვერას გამო კონსტანტინემ პირველი ცოლ-შვილი დატოვა.

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ წყვილის გარემოცვა მედიასთან ადასტურებს, რომ მუსიკოსი და მისი მუზა სირთულეების წინაშე არიან.

თავდაპირველად, განხეთქილების მიზეზი ომთან დაკავშირებით მელაძისა და მისი მეუღლის განსხვავებული პოზიციები აღმოჩნდა. ვერა რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდა. ის პუტინის ხელისუფლებას დღემდე აკრიტიკებს, კონსტანტინემ კი გაჩუმება არჩია. ცნობილია, რომ ძმები მელაძეები რუსეთში დიდ ბიზნესს ფლობენ და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვალერი მელაძე რუსეთს ვერ ტოვებს, დიდი ფულია...გაგრძელება