ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ბერა და ნანუკა იშვიათად ჩნდებიან ტელეეკრანებზე, სოციალურ ქსელში ატიურობით გამოირჩევიან და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
წყვილი ვიდეოებს „ტიკ-ტოკზეც“ აქვეყნებს და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს.
განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ნანუკასა და ბერას შვილი ბერუკა ივანიშვილი. ბერუკას ფოტოებს მშობლების გამომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან და მის მიმართ თბილ კომენტარებსაც არ იშურებენ.
ცოტა ხნის წინ ნანუკამ შვილის ფოტოები ულამაზესი სანაპიროდან გამოაქვეყნა: