ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინ წულაძე გასულ წელს პირველი შვილის დედა გახდა. ანდრო კოტეტიშვილი სამყაროს 27 ივლისს მოევლინა, მისი დაბადებით გამოწვეული სიხარული კი სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.
თინათინი შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, მისი მეგობრები კი აღნიშნავენ, რომ პატარა ძალიან ჰგავს დედას: „როგორი სიმპათიურია“, „დედიკოს ჰგავს“, „ოქროს ბიჭი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
თინათინმა და მისმა მეუღლემ, გიორგი კოტეტიშვილმა, 2019 წლის ივნისში იქორწინეს. მათი ქორწილის ფოტოებმა კი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.
ამჯერად თინათინი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ინსტაგრამ სთორიში“ აზიარებს.
„მოდელის მზერა ანდროსგან“ - წერს წულაძე.

„თინათინის მეუღლეს რომ ვუყურებ, მრცხვენია, ვხვდები, რომ მე ჩემი შვილი არ გამიზრდია“ - როგორი ბაბუაა ლევან წულაძე
„როგორი სიმპათიურია, დედიკოს ჰგავს“ - თინათინ წულაძე შვილთან ერთად გადაღებულ პირველ ფოტოებს აქვეყნებს