ცნობილი ქართველი ექიმი, კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი, სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ მან მეგობრებს სასიამოვნო სიახლე ამცნო და დაწერა, რომ ის და მისი მეუღლე ქეთი ძიგუა შვილს ელოდებოდნენ. 15 ივნისს კი ისინი პატარა გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც მატილდე დაარქვეს.
"ნაბოლარამ, რა თქმა უნდა, განსხვავებული გრძნობა მომიტანა, თუმცა უფროს ქალიშვილებსაც თავისებური და თბილი ემოციებით შევხვდი. ახლა მზრუნველობის კუთხით უფრო გამოვირჩევი, ალბათ, სულ სხვა ასაკშიც ვარ და ეგ არის განმასხვავებელი”, - ამბობდა ლევანი.
ამჯერად ბავშვის ფოტოები ლევანმა თავისსავე „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
"დედის ასლი" - ქეთი ძიგუა და ლევან ქარაზანიშვილი შვილის ემოციურ ვიდეოს აქვეყნებენ
„საუკეთესო წყვილი, ყოველთვის რომ გსიამოვნებს მათი ყურება“ - ცნობილი ქირურგი ლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა ახალ ფოტოებს აქვეყნებენ