„მამა რომ ტელევიზორში ჩანს, ეს მათთვის დიდი არაფერი ხეირია... დუტას შვილობა პრივილეგია არ უნდა იყოს“ - დუტა სხირტლაძე შვილებისა და ოჯახის შესახებ საუბრობს - Marao
დუტას 18, 23 და 30 წლის შვილები ჰყავს. ამის შესახებ მან ეკო ფანგანის რუბრიკაში „13 კითხვა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა შვილებმა ყველაფერს თავისით უნდა მიაღწიონ. სწორედ ამიტომ არ სურთ მამის სახელით ტელევიზიაში გამოჩენა:
„მე კი არ მაქვს პრობლემა მათი გამოჩენის, ჩემს შვილებს არ უნდათ. ერთი რამ იციან ძალიან კარგად – მამა რომ ტელევიზორში ჩანს, ეს მათთვის დიდი არაფერი ხეირია. მამა ჩანს ტელევიზორში და დამთავრდა, დანარჩენი თავისით უნდა ქნან ცხოვრებაში რამე საერთოდ და მაგას „ჩალიჩობენ“. იმიტომ, რომ დუტას შვილები არიან, პრივილეგიები არ უნდა იყოს…“ - ამბობს დუტა.