ქეთი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. მომღერალი ქმარს, ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა და დაქორწინდა მეცნიერზე, რომელსაც დოქტორის ხარისხიც აქვს. ამის შესახებ „ამბებთან“ ინტერვიუში ქეთის მშობლებმა ისაუბრეს.
„ქეთი ძალიან კარგად არის, ხშირად მირეკავს და აგვისტოში ჩამოდის... ყველაზე გასახარი ის არის, რომ უკვე შვიდი თვის ორსულია და ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა ეგ იყო, ქეთის შვილის დაბადებას რომ მოვსწრებოდი“ - ამბობს ამირან მელუა.
ქეთი მელუა შვილს ელოდება. მომღერალი მორიგი ტურნეს შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და თან ურთავს ფოტოს რომელზეც წერს, რომ ეს იქნება პირველი ტური სადაც პატარასთან ერთად იმოგზაურებს:
“აი, ეს ჩვენ ვართ, გუნდი, რომელიც ამ ზაფხულს იმოგზაურებს. ეს იქნება ჩემი პირველი ტური ბავშვთან ერთად. არ მჯერა, რომ ეს დავწერე. მივდივართ ციურიხში, სტრასბურგში, გერმანიის 6 ქალაქში, ვაპირებ ვიდეო დღიურის გაკეთებას”, – წერს ქეთი მელუა.
„ბიძაჩემი და მისი ოჯახი უკრაინაში ცხოვრობს... განადგურებული ვარ ამ ამბით“ - რას წერს ქეთი მელუა სოციალურ ქსელში