„ელის-მარია და მეგობრები აუზზე“ - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას სახალისო ვიდეოს აქვეყნებს - Marao

„ელის-მარია და მეგობრები აუზზე“ - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

2022-08-01 11:33:22+04:00


მომღერალი სოფო ნიჟარაძე თავისი და მიხეილ სააკაშვილის შვილის, ელის-მარიას ვიდეოებს თუ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც ელისი სოფოს საახალწლო კონცერტზე გამოჩნდა, მას უკვე ათასობით გულშემატკივარი ჰყავს.

სოფო შვილთან ერთად დიდ დროს ატარებს და მის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული. დედა-შვილი ხშირად დადის დასასვენებლად და სოციალურ ქსელებშიც უამრავ დადებით კომენტარს იმსახურებს.

ამჯერად სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ვიდეოს საცურაო აუზიდან აქვეყნებს. როგორც ჩანს, უსაყვარლესი ალისა მეგობრებთან ერთად დროს მხიარულად ატარებს.