ეკა მამალაძემ გადაცემა „მელორამაში“ ბებიობასა და ოჯახის ახალ წევრზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, მის ქალიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს, სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილი შეეძინა:
„ყველა ბავშვის გაჩენა დიდი ბედნიერება და სიხარულია. ბოლო სიხარული გვყავს ეს. ასაკსაც ალბათ აქვს მნიშვნელობა. 16 წლის წინ პირველად გავხდი ბებია – ძალიან გადარეულიც ვიყავი, აღფრთოვანებული და ყველას თავისი წილი სიყვარული ვუწილადე. ახლა ნატალია არ იყო ქალაქში და მე მყავდა დატოვებული. ძალიან დავმეგობრდით მე და ეს ადამიანი. ძალიან დიდი გრძნობაა შვილი და მას რომ შვილი ჰყავს, ეს კიდევ სხვა რაღაცაა…“ - აღნიშნა ეკა მამალაძემ.