მოდელი თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. თიკოს ქალიშვილი, ტატა, 4 წლის წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაეღუპა.
„4 წლის წინ ამ დღემ ენით გამოუთქმელი ტკივილი განმაცდევინა, ჩემი შვილი ჩემსავე ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ანგელოზად მომევლინა.
როცა უბედური ცხოვრებისას დედა და შვილის ურთიერთობა სრულდება. როცა ბუნების კანონის საწინააღმდეგოდ შვილი მიდის და დედა რჩება. ამ დღეს ყველა იარა, რომელიც შეძლო ორგანიზმმა და მოიშუშა ისევ გაწუხებს, გრძნობ როგორ იწყებს დენას სისხლი. სხეულის ყველა წერტილი გტკივა და ისევ ის კითხვა გაწუხებს – რატომ?
დღეს ხვდები, რომ საფლავზე, სადაც მიდიხარ შენ შვილს მიწის ქვეშ სძინავს“, – წერს თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის შვილი, 9 წლის ტატა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
გოგონა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

თიკო ჩხეიძის და ნუკრი რევიშვილის ახალი ფოტოები - წყვილი ბათუმში ისვენებს
„მე ხომ მყავდა შვილი… დედობა შვილის გარდაცვალებით არ მთავრდება” - თიკო ჩხეიძის ემოციური მიმართვა შვილმკვდარ დედებს