დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს სხვადასხვა ოჯახურ კადრს. მისი და თბილისის მერის, კახი კალაძის ფოტოები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე, თუმცა არანაკლებ პოპულარულები არიან მათი შვილებიც, რომლებსაც ჯერჯერობით სოციალური ქსელები არ აქვთ.
ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის შვილი 4 წლის გახდა. ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ნიკოლასი მულტფილმის საყვარელ გმირ „ჰალკს" ეხუტება.
„ოცნება აუხდა“, – წერს ანუკი სოციალურ ქსელში.
