„სულ უნდა იცინოდე, ალისკა, რა საყვარელი ხარ" - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიასა და მისი მეგობრის ახალ ფოტოებს გვიზიარებს - Marao

„სულ უნდა იცინოდე, ალისკა, რა საყვარელი ხარ" - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიასა და მისი მეგობრის ახალ ფოტოებს გვიზიარებს

2022-09-12 11:14:36+04:00


სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა, თუმცა დედა-შვილი ამჟამად თბილისში იმყოფება.

სოციალურ ქსელში ელის-მარია ძალიან უყვართ და მის მიმართ დადებით შეფასებებს არასდროს იშურებენ. გამონაკლისი არც მისი ბოლო ფოტოებია. მომღერალი ელის-მარია სააკაშვილისა და მისი მეგობრის, ივას გართობის ფოტოებს აზიარებს. ელის-მარიამ ამჯერადაც უამრავი მოწონება და დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

„სულ უნდა იცინოდე, ალისკა, რა საყვარელი ხარ" - წერენ სოფოს გამომწერები.