„დღე, რომელიც სულ გვემახსოვრება...“ – გიგი დედალამაზიშვილის უფროსი გოგონა სკოლაში წავიდა - Marao

„დღე, რომელიც სულ გვემახსოვრება...“ – გიგი დედალამაზიშვილის უფროსი გოგონა სკოლაში წავიდა

2022-09-13 10:34:10+04:00


მუსიკოსმა, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა, ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. „დღე, რომელიც სულ გვემახსოვრება - 12 სექტემბერი. ლიზი დედალამაზიშვილის პირველი დღე სკოლაში“ - წერს ის.

გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის უფროსი ქალიშვილი ლიზი პირველ კლასში მივიდა. ფოტოებზე ჩანს, ის ტრადიციული უკრაინული ორნამენტებით გაფორმებულ სამოსშია გამოწყობილი.