ცოტა ხნის წინ გიორგი გასვიანმა და მარიტა მელიქიშვილმა შვილი, პატარა გალაკტიონი მონათლეს, წვეულება კი ღია ცის ქვეშ გამართეს. საღამოს ნათლიებთან, ანრი ჯოხაძესთან, ნინი ბადურაშვილთან და რუსკა ქარქაშაძესთან ერთად, სხვა ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ირაკლი მაქაცარია, ლიზა ჩიჩუა, ნოე სულაბერიძე, ჯანეტ ქერდიყოშვილი და მათი ქალიშვილი ანნა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პატარა ანნა ლიზა ჩიჩუასთან ერთად სტუმრებისთვის სიმღერას ასრულებს. ვიდეო უამრავმა ადამიანმა მოიწონა.