ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე და მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი მშობლები გასულ წელს გახდნენ. პატარა სანი კი, მშობლების მსგავსად, უკვე სარგებლობს საზოგადოების დიდი სიყვარულით. ოჯახისა და მამობის შესახებ აჩიკო სოლოღაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:
„შვილის აღზრდაში ბოლომდე ჩართული ვარ და ერთი წამით არ მაქვს ის განცდა, რომ ესა თუ ის საქმე ბავშვთან მიმართებით დედის გასაკეთებელია. მიმაჩნია, რომ მშობლები შვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეს თანაბრად უნდა ინაწილებდნენ. ვისაც რა საქმე მოგვიწევს, იმას ვაკეთებთ…
- მამობამ როგორ შეგცვალათ?
- ვერ ვიტყვი, რომ მანამდე პასუხისმგებლობა მაკლდა, მაგრამ სანის დაბადების შემდეგ გამიასმაგდა ეს გრძნობა. უფრო ფრთხილი გავხდი, უფრო შემეშინდა რაღაცების და სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩვენს შვილს სჭირდება ჯანმრთელი, აქტიური და მისაბაძი მშობლები. ჩვენ არ ვაძლევთ თავს მოდუნების საშუალებას, რადგან ბავშვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს სიყვარულში…“ - აღნიშნა აჩიკო სოლოღაშვილმა.
