თაკო ტაბატაძის და გია ბაღაშვილის შვილები დღეს სკოლაში წავიდნენ. ამის შესახებ ბაღაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩემი უძლეველი რაზმი სკოლას დაუბრუნდა!
მამიკოს გულის გამხარებლის, პატარა ანასტასიასთვის განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან დღეს პირველად წავიდა სკოლის მოსამზადებელ კლასში!
ყველას გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ჯანმრთელობა, სიკეთე და წარმატებები თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს!“ - წერს ის.