ბავშვები

ალა პუგაჩოვამ შვილები წაიყვანა და რუსეთი ფარულად დატოვა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

ალა პუგაჩოვამ შვილები წაიყვანა და რუსეთი ფარულად დატოვა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?
30 აგ­ვიტ­სოს მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა პრი­მა­დო­ნამ, რო­გორც ჩანს, გა­და­წყვი­ტა, სა­ბო­ლო­ოდ გა­წყვი­ტოს კავ­ში­რი რუ­სეთ­თან, რად­გან 29 სექ­ტემ­ბერს ალა პუ­გა­ჩო­ვამ სკო­ლი­დან უმ­ცრო­სი შვი­ლე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა და სა­ზღვარ­გა­რეთ გაფ­რინ­და.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალამ მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე მდიდ­რუ­ლი სა­სახ­ლე კვლავ ფა­რუ­ლად და­ტო­ვა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ღე­რა­ლი შვი­ლებ­თან, ლი­ზას­თან და ჰა­რის­თან ერ­თად, ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან ის­რა­ელ­ში გა­რინ­და. მისი დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. მომ­ღე­რალს უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თე­ბი არ აუ­ღია...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ვე­ლად ვარ­სკვლა­ვურ­მა ოჯახ­მა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე და­ტო­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­გორც გალ­კი­ნი (ამ­ჟა­მად
რუ­სეთ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტად) და პუ­გა­ჩო­ვა აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი და­გეგ­მილ შვე­ბუ­ლე­ბა­ში წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ შემ­დეგ ხალ­ხის­თვის ცხა­დი გახ­და, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რობ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვარ­სკვლავ­მა პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და ლი­ზამ და ჰა­რიმ ახა­ლი სას­წავ­ლო წელი ჩვე­ულ გა­რე­მო­ში და­ი­წყეს.

ალას დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­ში მაქ­სიმ გალ­კი­ნი უცხო­ურ აგენ­ტად აღი­ა­რეს, რის შემ­დე­გაც პრი­მა­დო­ნამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა მე­უღ­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად და სთხო­ვა, მის­თვი­საც მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა უცხო­უ­რი აგენ­ტის სტა­ტუ­სი. მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალა ბო­რი­სოვ­ნა არ დარ­ჩე­ბო­და რუ­სეთ­ში - მო­აგ­ვა­რებ­და საქ­მე­ებს და დაბ­რუნ­დე­ბო­და ქმარ­თან. და, რო­გორც ჩანს, ასეც მოხ­და.

წყარო: ambebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93