„აღფრთოვანებული ვარ, ეს სხვაგან არსად მინახავს... მიხარია, რომ ჩემი შვილი ამ ატმოსფეროში იზრდება“ - ბერა ივანიშვილი ვიდეოს აქვეყნებს - Marao

„აღფრთოვანებული ვარ, ეს სხვაგან არსად მინახავს... მიხარია, რომ ჩემი შვილი ამ ატმოსფეროში იზრდება“ - ბერა ივანიშვილი ვიდეოს აქვეყნებს

2022-10-24 10:58:18+04:00


ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებენ. მათი გამომწერები აღნიშნავენ, რომ წყვილი დიდი ხანია, აღარ აქტიურობს და მათ ფოტოებს ყოველთვის ელოდებიან.

ამჯერად ბერა ივანიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ბრაზილიიდან აქვეყნებს და წერს, რომ არსად უნახავს ფეხბურთისადმი ისეთი სიყვარული, როგორც ეს ბრაზილიაშია:

„ერთ-ერთი, რითაც ბრაზილიაში ყველაზე მეტად ვარ აღფრთოვანებული, არის ფეხბურთისადმი სიყვარული. მე არასდროს მინახავს ეს არსად მთელ მსოფლიოში. მიხარია, რომ ჩემი შვილი იზრდება ამ ზეიმისა და ერთიანობის ატმოსფეროში. ის უკვე პატარა დიდი „ფლამენგოა“. ვულოცავ გამარჯვებას“ - დაწერა ბერა ივანიშვილმა.