სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანდა. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა, თუმცა დედა-შვილი სამშობლოში დაბრუნდა და ცხოვრებას აქ აგრძელებს.
ელის-მარია სოციალურ ქსელში ყოველთვის უამრავ დადებით შეფასებას იმსახურებს. შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოფო ნიჟარაძეც ხშირად უზიარებს. ამჯერადაც, სოფო საკუთარ “ინსტაგრამგვერდზე" ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ელის-მარია დედასთან ერთად თბილისის ქუჩებში სეირნობს.
