„მირჩევნია, არც ერთი კიდური არ მქონდეს და ლენო მყავდეს... ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა რის ფასად?“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი შვილის შესახებ - Marao

„მირჩევნია, არც ერთი კიდური არ მქონდეს და ლენო მყავდეს... ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა რის ფასად?“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი შვილის შესახებ

2022-10-25 11:24:37+04:00

მუსიკოსმა გიორგი გვარჯალაძემ გარდაცვლილი შვილი, ლენო გაიხსენა და ისაუბრა, როგორია ცხოვრება ასეთი ტრაგედიის შემდეგ:

„სამი წელი ვიჭიდავე ლენოს დაკარგვასთან და ვეცდები, მოვყვე, სად მოვედი. "დავძლიეს" ვერ ვიტყვი. ვერაფერი დავძლიე. რეალურად, ჩემი პერსპექტივიდან არაფერი შეიცვალა, არც შემსუბუქდა. არ შემიწყვეტია მუშაობა, თუ არ ჩავთვლით იმ დილას, როცა ეს ამბავი მოხდა. როცა ლენო ჩვენთან სახლში იყო გარდაცვლილი, ჩვენთან სტუდიაში ჩაწერა იყო, ნინო ქათამაძეს ვწერდი. ვისწავლე, როგორ არ ვიტირო ჩაწერის დროს, ინტერვიუს მიცემის დროს, ზოგი არტისტის ჩაწერის დროს. ნინო ქათამაძეს რომ ვწერ, ჩემთვის დღესაც რთულია, მახსენებს და მაახლოებს ლენოსთან. სულ ლენოა ჩემ ირგვლივ. ერთადერთი ის შევძელი, რომ ისე ხშირად არ დავდივარ საფლავზე, რადგან სადაც ვარ, ისედაც სულ მაგაში ვარ… ვისწავლე, რომ არ ვიყო საცოდავი ტიპი გარეგნულად მაინც და არ გავავრცელო მძიმე ენერგია… გამოდის, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა რის ფასად. ტიპებს არც ერთი კიდური არ აქვთ და ამასაც ეჩვევიან… ახლა ვფიქრობ, მირჩევნია, არც ერთი კიდური არ მქონდეს და ლენო მყავდეს …“ - ამბობს გიორგი გვარჯალაძე.