მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ალა პუგაჩოვამ და მისმა მეუღლემ, მაქსიმ გალკინმა, ქვეყანა დატოვეს და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ. მათ ახალი ცხოვრება ახალ ქვეყანაში შვილებთან ერთად დაიწყეს. მაქსიმისა და ალას ტყუპები ახლა 9 წლის არიან.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 73 წლის პუგაჩოვა, სუროგატის დახმარებით, მეოთხე შვილის გაჩენას გეგმავს. ალა პუგაჩოვა საუბრობს შენახულ ემბრიონზე, რომელსაც ,,ინ ვიტრო” განაყოფიერების პროცედურის წყალობით, სუროგატი დედის დახმარებით გააჩენენ.
ალა პუგაჩოვას უფროსი ქალიშვილი 51 წლისაა, ხოლო ტყუპები წყვილს სუროგატი დედის დახმარებით მაშინ შეეძინა, როცა ალა 64 წლის იყო.