ანა და დავით იმედაშვილები შვილებთან ერთად საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდნენ და სოციალურ ქსელში საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად აზიარებენ. ამჯერად ანამ საკუთარ გვერდზე შვილის წარმატების შესახებ დაწერა:
„ისედაც, დღე და მოსწრება, პეტრეს დიდი თუ პატარა წარმატება იყო და არის, რაც სტიმულს მაძლევს ცხოვრებაში, რომ ვიყო უკეთესი… და ახლა კონკრეტულად ეს ჯილდო არის უდიდესი სიამაყის საფუძველი ჩემთვის.
პატარა ადამიანი, რომელიც შორეულ კონტინენტზე ჩამოვიდა, ჯერ ტესტირებაში უმაღლესი ქულა აიღო და აქაურ native speaker-ებს აჯობა ამ ქვეყნის ენის კარგად ფლობაში და ახლა ჯილდოც დაიმსახურა. აწი რაღამ უნდა შემაშინოს?
პ.ს: სხვა დროს ალბათ შემრცხვებოდა შვილის ასე ქება, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ “, - წერს ანა იმედაშვილი.