მარიამ როინიშვილისა და გიორგი მახარაძის ქალიშვილი ელენე მახარაძე უკვე წარმატებული მსახიობია. მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა და საზოგადოებას თავიც შეაყვარა. ელენე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, დედასთანაც და მამასთანაც დიდ დროს ატარებს და მათთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ამის შესახებ მარიამ როინიშვილმა "იმედის" ეთერში ისაუბრა:
„ელენე არის ადამიანი, რომელთანაც შეგიძლია ყველაფერი მოჰყვე გულწრფელად. საოცარი მესაიდუმლეა. არაერთხელ გამოვცადე. რამდენჯერაც ვუთხარი, მივხვდი, რომ დიდებს არ შეუძლიათ ასე საიდუმლოს შენახვა. ვიცი, რომ ყოველთვის იქნება ჩემი მესაიდუმლე და არასდროს გამთქვამს…“ - ამბობს მარიამ როინიშვილი.
