მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ამჯერად პატარა ელის-მარიას ვიდეოს ეკა ხერხეულიძე აქვეყნებს. ვიდეოში ის მამას, მიხეილ სააკაშვილს ურეკავს: "ალო, მიშა, როგორ ხარ? გელოდები, გელოდები" -ამბობს ელის მარია.