მსახიობი ნანუკა გულუა სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახაბერ კაშიას, ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს. უსაყვარლესი პატარა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და კომპლიმენტებსაც ხშირად იმსახურებს. გამონაკლისი არც ნანუკას მიერ გამოქვეყნებული ბოლო კადრებია: „ჩემი რაპუნცელი“ - წერს ის ნინას ფოტოზე.
