"პატარა ლუკამ მომანიჭა მამის სტატუსი... ანე, ვიცი, რომ უმაგრესი დედა იქნები" - გიორგი ჭოხონელიძე შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს - Marao

"პატარა ლუკამ მომანიჭა მამის სტატუსი... ანე, ვიცი, რომ უმაგრესი დედა იქნები" - გიორგი ჭოხონელიძე შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

2023-01-14 13:00:41+04:00


სულ ცოტა ხნის წინ ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი, გიორგი ჭოხონელიძე მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, უმშვენიერეს ანეტა ნიკურაძეს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც გიორგის ძმის, ლუკას სახელი დაარქვეს. ახალშობილი ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. კლინიკამ პატარა ლუკას, მისი მშობლებისა და ექიმ ზურა დარახველიძის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. გიორგი ჭოხონელიძემ კი სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

"„უღრმესი მადლობა ჩაჩავას მთლიან კოლექტივს! ბატონი ზურა დარახველიძე, უმაგრესი პიროვნება და საოცარი პროფესიონალი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ჩვენს ოჯახში შემობრძანდა პატარა ლუკა ჭოხონელიძე (10.01.2023) და მომანიჭა სტატუსი მამის, რომელსაც ნელ-ნელა ვითავისებ, მაგრამ პირველი წამიდან უპირობოდ მიყვარს, თან სიგიჟემდე, ჩემი პატარა ანგელოზია! რაც შეეხება მთავარ გმირს, ჩემს ანეს, უმაგრესი მყავხარ, ჩემო სიყვარულო! ვიცი, რომ უმაგრესი დედა იქნები, ცოლობაზე ზედმეტია საუბარი!

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ !

ასევე მადლობა ჩვენს ოჯახებს გვერდში დგომისთვის, უდიდესი წვლილია თქვენი ჩვენს ურთიერთობაში და ყველაფერში საერთოდ. კიდევ მადლობა ჩვენს მეგობრებს და ყველას, ვისაც გაგიხარდათ ჩვენი ბედნიერება!..

თქვენი გიო ჭოხო“ - წერს გიორგი ჭოხონელიძე.