მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე უფროსი ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს: "დღეს, ჩემი პირველი სიხარული, ყველაზე დიდი ბედნიერება- გაბრიელა 4 წლის გახდა! ყველაზე ძალიან მიყვარხარ" -წერს ის სოციალურ ქსელში და შვილის ფოტოებს აქვეყნებს.
2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში თაკო გაჩეჩილაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საქართველოს სახელით კიევში კონკურსზე გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ "ევროვიზიამ" მას გამარჯვება ვერ მოუტანა, სწორედ იქ გაიცნო მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს. საყვარელმა მამაკაცმა მომღერალს ხელი ვენაში სთხოვა, 2019 წელს კი მათ ახლობლების გარემოცვაში, საქართველოში, ქორწილიც გადაიხადეს. თაკოსა და ბორისს ორი შვილი, გაბრიელა და ილა ჰყავთ.