მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე წლის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი მარიამ ნადირაძეა. წყვილს ერთი გოგონა, ნიკა ჰყავს. მარიამი და გიორგი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს და მათგან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ.
ამჯერად გიორგი სოციალურ ქსელში პატარა ნიკას დაბადების დღეს ულოცავს და მის უსაყვარლეს ფოტოებს ავრცელებს.

