„იმდენად სერიოზულია, სულ რაღაცას მარიგებს და შენიშვნებს მაძლევს...“ - თიკა ჯამბურია შვილთან, ნინა ხოფერიასთან ურთიერთობაზე - Marao

„იმდენად სერიოზულია, სულ რაღაცას მარიგებს და შენიშვნებს მაძლევს...“ - თიკა ჯამბურია შვილთან, ნინა ხოფერიასთან ურთიერთობაზე

2023-03-16 11:11:11+04:00


თიკა ჯამბურია „ღამის შოუს“ ქალიშვილთან, ნინა ხოფერიასთან და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ესტუმრა, სადაც შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ ხასიათით. მე მიყვარს სცენა, ხალხმრავლობა, გამოჩენა. ნინას – პირიქით. ხანდახან ვეკითხები, მე ვარ დედაშენი თუ შენ ხარ დედაჩემი-მეთქი, იმდენად სერიოზულია, სულ რაღაცას მარიგებს და შენიშვნებს მაძლევს. აქაც ხვეწნით მოვიყვანე…“ - თქვა თიკამ.

თავად ნინა კი აღნიშნავს, რომ ბავშვობაში ვეტერინარობაზე ოცნებობდა, რადგან დედამ ცხოველები ძალიან შეაყვარა, მაგრამ ახლა ხატვითაა გატაცებული და სურს, რომ გრაფიკოს-დიზაინერი გახდეს.