"ღვთის საჩუქარი და საოცრებაა... არ ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს" - გია ბაღაშვილი ქალიშვილების შესახებ - Marao

"ღვთის საჩუქარი და საოცრებაა... არ ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს" - გია ბაღაშვილი ქალიშვილების შესახებ

2023-03-18 22:00:16+04:00

გია ბაღაშვილი fortuna.ge-თან საუბრისას ქალიშვილების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის მამობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს:

"ფანტასტიკური. სულ ამას მეუბნებოდნენ, როცა გოგონები გამიჩნდა, არ იცი, წინ რამხელა ბედნიერება გელოდებაო. მართლაც ასეა. ღვთის საჩუქარი და საოცრებაა და არ ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს" - ამბობს გია ბაღაშვილი.

გია ბაღაშვილმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა თაკო ტაბატაძემ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს, წყვილს 4 გოგონა შეეძინა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. გია ბაღაშვილმა და თაკო ტაბატაძემ საჯარო განცხადებაც გააკეთეს და თქვეს, რომ მიუხედავად განშორებისა, ისინი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.