ვიდეო: „ეს არის ჩემი გოგო, ჩემი მელანო“ - დათო ხუჯაძისა და მისი უფროსი ქალიშვილის მიერ შესრულებული ცეკვა - Marao

ვიდეო: „ეს არის ჩემი გოგო, ჩემი მელანო“ - დათო ხუჯაძისა და მისი უფროსი ქალიშვილის მიერ შესრულებული ცეკვა

2023-03-18 22:21:20+04:00

დათო ხუჯაძის ყოფილმა მეუღლემ, ნათია ონიანმა სოციალურ ქსელში მამა-შვილის ვიდეო გამოაქვეყნა. დათო ხუჯაძეს სცენაზე გვერდი უფროსმა ქალიშვილმა, მელანო ხუჯაძემ დაუმშვენა. დათომ ჯგუფი "სახეს" ცნობილი სიმღერა, "წვიმად გადავიქეცი" შეასრულა.

„დღეს ოჯახური საღამო გვაქვს. აქ არიან ჩემი და დათო ფორჩხიძის შვილები“ - თქვა მომღერალმა.

დათო ხუჯაძემ ცოტა ხნის წინ მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილს ერთი საერთო ქალიშვილი, ილა ჰყავს.