10 რჩევა მშობლებსროგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ბევრი დედისთვის, და ზოგიერთი მამისთვის, ბავშვის საბავშვო ბაღში პირველად მიყვანა ძალიან მტკივნეული საკითხია.
ხანდახან გაუგებარია, ვინ უფრო განიცდის – პატარა თუ მისი მშობლები. ამიტომაც ალბათ ზედმეტი არ იქნება, თუ მოგცემთ მარტივ რჩევებს იმისათვის, რომ არ იყოს მტანჯველი შვილის საბავშვო ბაღში დატოვება.
რჩევა პირველი
საბავშვო ბაღისთვის ბავშვის მომზადება დაბადებისთანავე უნდა დაიწყოთ. არ გაგიკვირდეთ. თუ თქვენ ერთი წუთითაც არ შორდებით ბავშვს, საპირფარეშოშის კი თან მიყვებით, გასაკვირი არ არის, რომ როცა უცხო დეიდასთან მთელი დღით დატოვებთ, ის იტირებს.
თანდათანობით, ყოველდღიურად ბავშვი ისწავლის დამოუკიდებლად თამაშს. რა თქმა უნდა, ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოებასაც: საშიში ნივთები, სრიალა ნოხები და მსგავსი – სიახლოვიდან მოაშორეთ.
რჩევა მეორე
გაარკვიეთ საბავშვო ბაღის დღის რეჟიმი და შეეცადეთ, დაახლოებით მაინც დაიცვათ ის სახლში, ძირითადად კვებისა და ძილის დრო.
რჩევა მესამე
მიაჩვიეთ ღამის ქოთანს და ტუალეტის ქაღალდის დამოუკიდებლად გამოყენებას. ნუ გეშინიათ, უბრალოდ მიეცით საშუალება სახლში გაიაროს პატარამ პრაქტიკა.
რჩევა მეოთხე
ნუ აქებთ ზედმეტად საბავშვო ბაღს. თითქოს იქ უამრავი სათამაშო იყოს, რომ იქ მოუთმენლად ელოდება უამრავი ბავშვი და დეიდა. ერთი სიტყვით, ნუ შეუქმნით ისეთ წარმოდგენას საბავშვო ბაღზე, თითქოს იქ რომ წავა, უცებ აღზრდიან.
უბრალოდ მოუყევით, რომ არსებობს ისეთი სახლი, სადაც დედიკოებს შვილები სათამაშოდ დაჰყავთ, მანამ თვითონ მუშაობენ. საუკეთესო იქნება, თუ შეურჩევთ და წაუკითხავთ ისეთ თხზულებას, სადაც მთავარი გმირი საბავშვო ბაღში დადის.
რჩევა მეხუთე
გაიცანით წინასწარ აღზმრდელების ჯგუფი. მოუყევით მათ თქვენი შვილის შესახებ, ოღონდ ნუ ასწავლით მათ, როგორ აღზარდონ ის, მაგალითად, რომ ეს არ უყვარს, მას ეს შეუძლია და ასე შემდეგ.
რჩევა მეექვსე
ტანსაცმელი უნდა ეცვას მოხერხებული, ფეხსაცმელი ადვილად შესაკრავი, ყველაფერი სეზონისა და ზომის მიხედვით. ბავშვმა უნდა ირბინოს, იხტუნოს, ეს კი მოუხერხებელი იქნება გამოსასვლელ, პრიალაძირიან ფეხსაცმელში ან ვიწრო მოდურ შარვალში.
რჩევა მეშვიდე
მიაჩვიეთ დამოუკიდებლად ჭამას. დიახ, საბავშვო ბაღში ხელითაც აჭმევენ, მაგრამ ბავშვს ეს დიდად არ სიამოვნებს: ირგვლივ ყველამ უკვე შეჭამა, მას კი ჯერ კიდევ ხელით აჭმევენ. უმჯობესია, თავად მიირთვას და ამაყად გადაიხადოს მადლობა, ასე ვითარდება თავმოყვარეობის გრძნობა.
რჩევა მერვე
შეეცადეთ გამონახოთ კონტაქრი აღზმრდელთან. ყველანაირი საკითხი აღმზრდელთან და ძიძასთან მშვიდად და ტაქტიკურად გაარჩიეთ.
რჩევა მეცხრე
შეიძინეთ ყველა ნივთი, რაც შეიძლება ბავშვს ბაღში დაჭირდეს და ამის საქმის კურსში პატარაც ჩააყენეთ.
რჩევა მეათე
ელაპარაკეთ თქვენს შვილს, რაც შეიძლება მეტი და ყველაფერზე: რა ჭამა, ვისთან ითამაშა, ვისთან იჩხუბა და ასე შემდეგ.
დაბოლოს, დაუნომრავი და ყველაზე მთავარი რჩევა. გიყვარდეთ თქვენი შვილი ისე, რომ მას წამითაც არ გაუჩნდეს აზრი, რომ ის მიატოვეს, მშობლებს დაავიწყდათ და რომ მას აღარ წაიყვანენ სახლში.