ბევრჯერ მიგვიცია საკუთარი თავისთვის სიტყვა, აღარ გვეთქვა უაზრო და ბავშვისთვის ტრავმის მიმყენებელი, სტანდარტული "აღმზრდელობითი" სიტყვები, მაგრამ ხანდახან, ჩვენდაუნებურად, თავს სწორედ ასეთ სიტუაციაში ვიჭერთ ხოლმე. ალბათ, სრულიად მოიშორო მშობლისთვის დამახასიათებელი კლიშე, შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთი ფრაზისგან გათავისუფლება შეგვიძლია.
მშობლის 10 გამონათქვამი, რომლებსაც ვერ იტანენ ბავშვები:
1. ვნახოთ... - ეს სიტყვა ხშირად ისმის პასუხად ბავშვის თხოვნაზე, კინოში წამიყვანე ან ძილის წინ წიგნს ხომ წამიკითხავ? ეს პასუხი ხშირ შემთხვევაში ხომ "არას" ნიშნავს და ტყუილ დაპირებას იძლევა.
2. ახლავე! - სატყუარა მანევრი. რეალობაში "ახლავე" დგება ერთი საათის, ერთი თვის შემდეგ ან საერთოდ არასოდეს.
3. რომ ვამბობ, არა – ესე იგი, არა! - აზრსმოკლებული მტკიცებულება – არ იძლევა იმის ახსნას, რატომ მაინცდამაინც "არა" და შემდგომ დიალოგს შეუძლებელს ხდის.
4. არსებობს ასეთი სიტყვა – "უნდა"! - ერთადერთი გაგრძელება მშობლის რიტორიკული მტკიცებულებების. მიჰყავს აქსიომასთან, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
5. შენ თვითონ როგორ ფიქრობ? - როგორც წინა შემთხვევებში, კითხვა რიტორიკულია. სავარაუდოდ, ბავშვი აძლევს "სწორ" პასუხს ან ისმენს მას უფროსებისგან. აქ ადგილი არ აქვს დაფიქრებას.
6. როგორ არ გრცხვენია! (გაგრძელება: შენ ხომ უფროსი ხარ, შენ ხომ გოგო ხარ, შენ ხომ ბიჭი ხარ და ასე შემდეგ...) - თითქოს სირცხვილის გრძნობა ასაკზე ან სქესზე იყოს დამოკიდებული.
7. რაც გინდა, ის ქენი! - თავისუფლების სახიფათო დაპირება – სინამდვილეში სერიოზულ საშიშროებას უქმნის მომავალ დამოუკიდებლობას. სავარაუდოდ, ასეა: "მაინც ყველაფერს არასწორად გააკეთებ".
8. ნუ ხარ დარწმუნებული, რომ შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ - ეს ფრაზა ადაბლებს თვითშეფასებას და ის ასევე ურთიერთგამომრიცხავი სიტყვების რიგსაც მიეკუთვნება. ვარიანტს: "შენ ხომ დიდი და ჭკვიანი ბიჭი/გოგო ხარ..."
9. ნუ იგონებ! - ის არ არის საკმარისი, რომ შენი არ სჯერათ და თან ყოველდღიური ლოგიკის ჩარჩოებშიც გსვამენ.
10. გაიზრდები და მიხვდები - რა უნდა ითქვას აქ? ეს ახსნა-განმარტებაზე უარის თქმა და ბავშვის გაგების სრული უუნარობაა.