ასწავლეთ თქვენს შვილს რეცხვა - 25 რჩევა ბიჭის დედებისთვის - Marao

ასწავლეთ თქვენს შვილს რეცხვა - 25 რჩევა ბიჭის დედებისთვის

2013-12-12 13:46:02+04:00

ამბობენ, რომ ბიჭის გაზრდას და აღზრდას სხვა უნარი და მონდომება სჭირდება. დედისთვის რომ ვაჟიშვილი განსაკუთრებულია, ესეც ცნობილია. გთავაზობთ 25 რჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ბიჭის დედებმა:

1. ასწავლეთ მას ისაუბროს იმაზე, რასაც გრძნობს და განიცდის.

2. გააფანატეთ და აიტაცეთ ყველაფერი, რა საქმიანობასაც ის წამოიწყებს.

3. შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასწავლეთ მას რეცხვა.

4. იკითხეთ მასთან ერთად.

5. გააანალიზეთ მისი გატაცებები.

6. დარწმუნდით, რომ მის ირგვლივ სამაგალითო, ღირსეული მამაკაცები არიან.

7. დარწმუნდით, რომ მას ღირსეული ქალის იდეალები ჰყავს.

8. თავად იყავით იდეალი მისთვის.

9. ასწავლეთ მას კარგი მანერები.

10. ნუ დათრგუნავთ ნებისმიერ საკითხში მის რწმენას.

11. აუხსენით მას, რომ საჭირო მომენტში ის თბილი და მზრუნველი უნდა იყოს.

12. ნუ გაუჯავრდებით, თუ ხანდახან ის ტანისამოსს უდიერად მოიხმარს.

13. შეისწავლეთ ფეხბურთის წესები.

14. ხშირად ისეირნეთ მასთან ერთად.

15. ნუ დაუთმობთ აზარტული თამაშების დროს, ხანდახან წააგოს კიდეც.

16. ასწავლეთ სხვების დახმარება.

17. აუხსენით, რომ პრაქტიკა ყველაფრის შესწავლაში დაეხმარება.

18. ნურასოდეს დატოვებთ უპასუხოდ მის შეკითხვას "რატომ?"

19. ყოველთვის თან იქონიეთ ბინტები და ერთჯერადი ხელსახოცები.

20. დაუტოვეთ მას დრო იმისათვის, რომ ერთი-ერთზე დარჩეს მამასთან.

21. მიეცით საშუალება, დახარჯოს ენერგია.

22. ააგეთ ერთად კოშკები (თუნდაც, ოცნების)

23. ანახეთ მას ახალ-ახალი, საინტერესო ადგილები.

24. ხშირად მოეალერსეთ.

25. თქვენს ვაჟს შინ ყოველთვის უნდა ეგულებოდეს თანადგომა.

თქვენ რას დაამატებდით ამ სიას? გაგვიზიარეთ.