გამუდმებით უმეორეთ, რომ ის ძალიან ლამაზია, ასწავლეთ საბურავის გამოცვლა - რჩევები გოგოს მამებს

გამუდმებით უმეორეთ, რომ ის ძალიან ლამაზია, ასწავლეთ საბურავის გამოცვლა - რჩევები გოგოს მამებს
30 წლის მაიკლ მიტჩელი გიჟდება თავის პატარა ქალიშვილზე - ამაში გასაოცარი არაფერია, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მაიკლს აქვს თავისი ბლოგი Life to Her Years, სადაც გოგოს მამიკოების რჩევები აქვს შეკრებილი.
ბლოგზე უკვე 407 ასეთი რჩევა, წესი და რეკომენდაციაა. აი, რამდენიმე მათგანი:

1. გიყვარდეთ და პატივი ეცით თქვენი შვილის დედას. ნუ მოგერიდებათ ხალხში მის მიმართ გრძნობის გამოხატვა. როცა თქვენი გოგონა გაიზრდება, დიდი შანსია, რომ მას ისეთივე შეუყვარდეს, როგორიც თქვენ იყავით.

2. ყოველთვის მის გვერდით იყავით. მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვთან
გატარებული დროის ხანგრძლივობა, ასევე ხარისხი. გულწრფელად დაინტერესდით იმ ყველაფრით, რაც მას აღელვებს. მონაწილეობა მიიღეთ მისი ცხოვრების ყველა დეტალში – პატარას თქვენ სჭირდებით.


3. იყავით მისთვის გმირი. იხსენით და დაეხმარეთ მას ყოველდღე, ყოველ წამს.

4. დაიმახსოვრეთ ყველა მომენტი, რომელსაც მასთან ერთად ატარებთ. დღეს ის ხოხვას სწავლობს, ხვალ მანქანის ტარებას... და მანამ თქვენ ამ ყველაფერს გააცნობიერებთ, საკურთხეველთანაც მიიყვანთ. ცხოვრება საკმაოდ სწრაფად გადის. გაუფრთხილდით და მოეფერეთ წამებს.

5. ეთამაშეთ მას სპორტის ბიჭური სახეობები. თქვენი გოგონა ამაყი იქნება და უპირატესობას იგრძნობს სხვა გოგონებთან, რომ იცის, მაგალითად, ფეხბურთის თამაში.

6. როცა ის დედასთან იკამათებს, ჭკვიანურად დაიკავეთ რომელიმეს მხარე.


7. ჰო, სულელურად გამოიყურებით, როცა დახუჭობანას თამაშობთ, მაგრამ ეს აუცილებელია. 

8. უყიდეთ, რასაც მოგთხოვთ. დიახ, ის მარგალიტის მძივებიც. მოვა დღე, როცა ის ლეკვის ყიდვას მოგთხოვთ. უბრალოდ, უთხარით "კი" და მორჩა.

9. გადადეთ წიგნი და ლეპტოპი გვერდზე და თავისუფალი დრო მხოლოდ მასთან ურთიერთობას დაუთმეთ.

10. ასწავლეთ მას ფულთან მოპყრობა.

11. უყიდეთ მას ისეთივე კედები, როგორიც თქვენ გაქვთ, მაშინვე, როგორც კი სიარულს ისწავლის.

12. ეცეკვეთ მას ახლავე, ნუ დაელოდებით მისი ქორწილის დღეს.

13. ატარეთ თან სათევზაოდ.


14. გამუდმებით უმეორეთ, რომ ის ძალიან ლამაზია. როცა გაიზრდება, ტელეეკრანიდან და ჟურნალებიდან მას იგივეს გაუმეორებენ.

15. ასწავლეთ მას მანქანისთვის საბურავის გამოცვლა. დაშვებულმა საბურავმა პანიკაში არ უნდა ჩააგდოს. მაგრამ მაინც, დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი შემთხვევაში, ის პირველი სწორედ თქვენ დაგირეკავთ.

16. წაიყვანეთ ლაშქრობაში. ბუნებაში უამრავი საოცარი და საინტერესო რამ არის – ბევრად მეტი, ვიდრე ქალაქსა და თქვენს სახლში.

17. დაისვით მუხლებზე მანქანის მართვის დროს.

18. ის არანაკლებ ჭკვიანია, ვიდრე რომელიმე ბიჭი. დარწმუნდით ამაში.

19. რა თქმა უნდა, იმის ცოდნა, როგორ გაარჩიოს მზესუმზირა, უმაღლესში ჩაბარების დროს არ გამოადგება, მაგრამ მაინც ასწავლეთ მას ეს და სხვა მსგავსი წვრილმანები.

20. რაც შეიძლება ხშირად ატარეთ ის ხელით და შემოისვით მხრებზე, მანამ ძალა შეგწევთ და მანამ ის ციცქნაა.

21. ის ყოველდღე მოუთმენლად გელოდებათ, როდის დაბრუნდებით სამსახურიდან შინ. ნუ დააგვიანებთ.

22. ატარეთ აუზზე, ცეკვაზე და სკოლაში თქვენ. მერე რა, რომ სხვა ბავშვები დედებს დაჰყავთ?

23. არასოდეს გამოტოვოთ მისი დაბადების დღე და ყოველთვის შეასრულეთ მიცემული პირობა.

24. ასწავლეთ გორგოლაჭებით სრიალი.

25. იგორავეთ მასთან ერთად ბალახზე. ეს ძალიან სასარგებლოა მისი სულისთვის.


26. ცხოვრებაში არაფერია იმაზე გულწრფელი, ვიდრე მამის მხარზე ტირილი.

27. პარკში, საქანელაზე ქანაობისას, გახსოვდეთ, რომ მისი "ჩქარა და მაღლა" განსხვავდება თქვენისგან.

28. მან უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის შეეძლება, დაბრუნდეს სახლში.

29. გახსოვდეთ, რომ ოდესღაც ის გაშლის ფრთებს და გაფრინდება თქვენგან. დატკბით იმ დროით, მანამ თქვენი გოგონა პატარაა.

30. დაუწერეთ ხელით ყოველ წელს, მის დაბადების დღეზე წერილი და წერილები მხოლოდ მაშინ მიეცით, როცა პირველად წავა ინსტიტუტში, გახდება დედა ან მაშინ, როცა მიხვდებით, რომ თქვენს გოგონას ეს სჭირდება.

31. ისწავლეთ მისი ნდობა. მიეცით მას მეტი თავისუფლება.

32. ნაყინი საოცრებებს ახდენს. იცოდეთ, რომელია მისი საყვარელი გემო.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 9 /
Thomas
მე და ჩემი გოგო ვართ ასეთი საინტერესო წყვილი :)
22:18 / 08-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნესტანი
მე იდეალური მამა მყავდა :(
12:40 / 08-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93