ახალგაზრდა ფოტოგრაფი ელენა შუმილოვა საკუთარი შვილების საოცრად ემოციურ და ღრმაშინაარსიან პორტრეტებს ქმნის. ფოტოები ბავშვების, ბუნებისა და ცხოველების ჰარმონიულ სამყაროში გვამოგზაურებს.
"ბავშვები და ცხოველები – ჩემი ცხოვრების აზრია, - ამბობს ელენა. - მე ვზრდი ბიჭებს და დიდ დროს ვატარებ ჩემს ფერმაში".
იხილეთ ფოტოგალერეა
"როცა ფოტოს ვიღებ, მთლიანად ვენდობი საკუთარ ინტუიციას და შთაგონებას. შთაგონებას კი მაძლევს იმის გამოხატვის სურვილი, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ", - თქვა ელენამ ერთ-ერთ პორტალთან ინტერვიუს დროს.
"გადაღების პროცესში, ისევე, როგორც შენობაში, ასევე გარეთაც ბუნებრივ განათებას ვანიჭებ უპირატესობას. ჩემი ნამუშევრებისთვის სინათლის ნებისმიერი წყარო მშვენიერია – იქნება ეს ქუჩის განათება, სანთელი, ნისლი, კვამლი, წვიმა თუ თოვლი – ყველაფერი ეს ფოტოზე ერთგვარ ვიზუალურ და მგრძნობიარე სიღრმეს ქმნის", - დასძენს ფოტოგრაფი.
"ვიღებ ყოველდღე, ხოლო საღამოს ვამუშავებ ფოტოებს. გასულ შემოდგომას აღმოვაჩინე და ვიგრძენი, რომ ბოლოს და ბოლოს ვიპოვე საკუთარი მიდგომა და სტილი".
"მიხარია, რომ ადამიანებს მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. ეს კიდევ უფრო შთამაგონებს."
გირჩევთ, მოკალათდეთ სავარძელში, მოიდგათ ფინჯანი ჩაი და ელენას საოცარი ფოტოების კოლექციის დათვალიერებას შეუდგეთ.
იხილეთ ფოტოგალერეა