51 წლის ალ-მუსა თავის 5 წლის ქალიშვილს დღემდე ძუძუს აწოვებს. ამასთან, ქალს საერთოდ არ ერიდება საზოგადოების და მზად არის, ნებისმიერ ადგილას, სადაც ბავშვი მოსთხოვს, აჭამოს.
ავსტრალიელი ქალი, რომელიც მუცლის ცეკვების ხელოვნებას ასწავლის, თვლის, რომ შვილი იმდენ ხანს უნდა კვებოს დედის რძით, სანამ თავად არ იტყვის ბავშვი ამაზე უარს.
ალ-მუსა 26 წლის, ლოსანჯელესელი ჯეიმი ლინ გრუმეტის მიმდევარია. ამ უკანასკნელმა თავის დროზე მსოფლიო შოკში ჩააგდო, როცა ჟურნალ "თაიმის" ყდაზე ძუძუმწოვარ, ოთხი წლის ბიჭთან ერთად წარსდგა. მაშინ ქალმა განაცხადა, რომ არ დაანებებინებს შვილს თავს ბუნებრივ კვებას, სანამ ბავშვს 5 წელი არ შეუსრულდება.
ამ თვეში ალ-მუსას გოგონა 5 წლის გახდება, მაგრამ ქალი კვლავ აგრძელებს შვილის ძუძუთი კვებას იქამდე, სანამ ბავშვს 10 წელი არ შეუსრულდება. ჟურნალ New-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქალმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს, რას ფიქრობენ ამ საკითხზე სხვები.
"ვფიქრობ, რომ ძუძუთი კვება ბავშვის იმუნურ სისტემას გააძლიერებს. ამინა მალე 5 წლის გახდება და ამ ხნის განმავლობაში თითქმის არ გამხდარა ავად. გარდა ამისა, ბევრად მშვიდია, ვიდრე სხვა ბავშვები", - აცხადებს ალ-მუსა.
უფროსი ორი ვაჟი ქალმა 2 წლამდე კვება დედის რძით.
ჯეიმი ლინ გრუმეტმაც ერთ-ერთ ამერიკულ თოქ-შოუში თავისი ქმედება იმ არგუმენტით გაამყარა, რომ ბავშვის ჯანმრთელობასა და მის ემოციურ აღზრდაზე ზრუნავდა. გრუმეტი ვაჟს 6 წლამდე აწოვებდა ძუძუს.
თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით?