12 აღმოჩენა, რომელსაც მამაკაცმა მამობის შემდეგ მიაგნო - Marao

12 აღმოჩენა, რომელსაც მამაკაცმა მამობის შემდეგ მიაგნო

2014-04-13 14:00:00+04:00

1. ბინა საშიში ნივთების საცავია - წელის სიმაღლეზე მოთავსებული ყველა ნივთი უნდა განადგურდეს, რადგან ტრავმულად საშიშია. მამისთვის ბავშვის აღზრდის 90% მხოლოდ იმას ეთმობა, რომ შვილი ტრავმებისგან დაიცვას.

2. ძილი - ახალი ეროტიკული ფანტაზია

8-საათიანი ძილი უფრო მშვენიერია, ვიდრე სექსი სათაყვანებელ ვარსკვლავთან. თანაც, ძილი ერთადერთია, რისი თავიც გაქვს.

3. ცუდი ხასიათის ყოფილხარ

საკუთარ თავს მის ჭირვეულობაში, სიჯიუტესა და მავნებლობაში აღმოაჩენ. თითქოს პატარა მრუდე სარკეში იყურები. ამასთანავე, გააცნობიერე, რა თავისტკივილი იყავი შენი მშობლებისთვის.

4. სამაგიეროდ, გოგონასთვის მამაკაცის იდეალი ხარ

სწორედ მამის გავლენით უყალიბდება გოგონას მამაკაცებზე გემოვნება. შეეცადე, იდეალური გახდე, რათა მომავალში ოჯახში იდეალური სიძე შემოგივიდეს.

5. ყველაფერი შენზე არაა დამოკიდებული

როცა ბავშვი ხელიდან პირველად გაგივარდება, მთელი დღე ილოცებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ არც ერთი ლოცვა არ იცი და არც მისი სასწაულმოქმედი ძალის გწამს.

6. შენ დიქტატორის მომთვინიერებელი ხარ

2 წლისთვის შენი პატარა თავის ჭკუაზე ატრიალებს შენს ცოლსაც და შენს მშობლებსაც. თუ პატარა დიქტატორთან ცხოვრება არ გსურს, მისი მოთვინიერება მოგიწევს. უნდა დასაჯო ხოლმე და დღეში 50-ჯერ უთხრა "არა". უსიამოვნო როლია, მაგრამ ვინმემ უნდა ითავოს მისი მორგება.

7. თავისუფალი დრო - როცა პატარას სძინავს

საკუთარი შვილი დამქირავებელია, რომელიც საკუთარი შრომითი კოდექსით ხელმძღვანელობს. მისთვის უქმეები, შვებულება, დღესასწაულები არ არსებობს.

8. პატარა და ძალიან ხმაურიანი

ერთკილოიან არსებას "საფრთხის მოახლოების" შემთხვევაში ისეთი გამაყრუებელი ხმის გამოცემა შეუძლია, რომ სულს გაგაფრთხობინებს. ზოგიერთი კი ძილის დროს დიდი კაცივით ხვრინავს.

9. კარგი მულტფილმის ნახვა 50-ჯერ შეიძლება

10. მოსალაპარაკებლად შეგიძლია ტერორისტებს შეხვდე

"სასეირნოდ მინდა; აღარ მინდა; ამ შარვალს არ ჩავიცვამ; ეს ჩემი სათამაშოა! სხვისია, მაგრამ მაინც ჩემია; სასეირნოდ მინდა..." - ნებისმიერ მოლაპარაკებას მშვიდი ხმითა და ღიმილით აწარმოებ.

11. ბედნიერება არსებობს

როგორი ცინიკოსიც არ უნდა იყო, პატარას ღიმილი, შენკენ გამოშვერილი ფუმფულა თათუნები, მისი პირველი სიტყვა, ნაბიჯები და ძალიან სასაცილო მოქმედებები ყინულის გულსაც კი გაგილხობს.

12. თუ საჭიროა, ცხენივითაც უნდა აჭიხვინდე