1. დაიწყეთ საკუთარი თავით. ეცადეთ, რომ ყოველდღე კარგ განწყობაზე იყოთ. სწორად იკვებეთ, ხშირ-ხშირად დაისვენეთ, გამოიძინეთ ხოლმე. ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესი კარგი მაგალითია, რომ თქვენმა შვილმაც მოგბაძოთ.
2. აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა. არასდროს მიიყვანოთ საქმე სტრესამდე. მშვიდად შეხვდით ყველაფერს, მშვიდად აუხსენით ბავშვსაც მომხდარი და აკონტროლეთ ემოციები.
3. თუ ბავშვი ცუდად იქცევა, ნუ დაუყვირებთ, გაერკვიეთ სიტუაციაში, _ იქნებ რაიმე სჭირდება, რისი დამტკიცება სურს ისტერიკით. იქნებ უბრალოთ თქვენი ყურადღება აკლია?..
4. არასდროს მიუთითოთ ბავშვის ნაკლოვანებებზე, განსაკუთრებით გარშემო მყოფების თანდასწრებით.
5. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთპატივისცემა უნდა არსებობდეს. თუ თქვენ არ სცემთ ბავშვს პატივს, არც ის გცემთ. აგრეთვე პატივი ეცით მის სურვილებს, თუ მისგანაც იმავეს ითხოვთ.
6. დასჯა და შექება საქციელს სჭირდება და არა ბავშვს.
7. მიიღეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიცაა და ნუ ეცდებით მის კარდინალურ გადაკეთებას.
8. ბავშვს ყოველთვის მშვიდად და მეგობრულად უნდა აუხსნათ ყველაფერი.
9. საუბრისას ყოველთვის უყურეთ ბავშვს თვალებში.
10. ბავშვის ისტერიკას ტრაგედიად ნუ აქცევთ. გაერკვიეთ სიტუაციაში და აცადეთ დამშვიდება.
11. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ პატივს სცემთ მას, რომ იგი მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანია თქვენს ცხოვრებაში.
12. ზედმეტად ნურასდროს შეექებთ, მაგრამ ნურც შექებაში იქნებით ძუნწი.
13. მიაჩვიეთ ბავშვი იმას, რომ პასუხი აგოს თავის საქციელზე.
14. ეცადეთ, ბავშვი მშვიდ სიტუაციაში გაიზარდოს, რომ იგი სიყვარულითა და მზრუნველობით იყოს განებივრებული.