ყველა დედას უნდა, მისი ვაჟი საამაყო ვაჟკაცი დადგეს. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს სურვილი ბევრს "უკუღმა" უსრულდება.
შეუძლებელია, ამაში თავად მშობელი არ იყოს დამნაშავე. ამჯერად ერთ მომენტზე გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ.
ნუ დაივიწყებთ, რომ როცა ოჯახში ბიჭი გყავთ, ესე იგი მომავალი მამაკაცის ბუნების ჩამოყალიბება თქვენს ხელთაა.
დედა ვაჟიშვილს ისე უნდა მოექცეს, როგორც ნამდვილ მამაკაცს. დიახ, მერე რა, რომ ბიჭუნა ჯერ 10 ან სულაც 7 წლისაა. ასაკი მთავარი როდია. უნდა უთხრათ: "დამეხმარე, მე სუსტი ვარ და მალე ვიღლები, შენ კი კაცი ხარ და ჩემზე ბევრად ძლიერი. ძალიან მჭირდება შენი დახმარება".
თუ დედას შეუვალი პოზიცია უკავია და მისი მიმართვა ხშირად ასე ჟღერს "რაც გითხარი, გააკეთე!", ამით მშობელი ბიჭის მამაკაცურ ეგოს ამსხვრევს, ქალურ საწყისს მამაკაცურ საწყისზე მაღლა აყენებს. ეს კი მომავალ მამაკაცზე სასიკეთოდ ნამდვილად არ იმოქმედებს.
სრულად იხილეთ: mshoblebi.ge