ალბათ, ყველა ჩვენგანს აქვს ბავშვობის მოგონება, რომელიც საჭმელს უკავშირდება. ვიღაცას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა, როგორ გასინჯა პირველად მჟავე კიტრი, ვიღაცას ახლაც კოშმარად ესიზმრება, რომ ჭამს მწარე წიწაკას. ყველა ჩვენგანი განსხვავებულია და თავისებურად აღიქვამს გარემოს.
ახლახან ინტერნეტში გავრცელდა საოცარი ვიდეო, რომელიც ბავშვობასაც გაგახსენებთ და ღიმილსაც მოგგვრით.
ვიდეოში პატარები პირველად უსინჯავენ გემოს სხვადასხვა პროდუქტს. ბავშვებს რიგრიგობით აძლევენ ფორთოხალს, ხახვს, ზეთისხილს, ლიმონს, მჟავე კიტრს, იოგურტსა და სხვა...
ვიდეორგოლის შემქმნელებმა გამოიყენეს შენელებული კადრის ეფექტი, რათა მაყურებელს კარგად დაენახა პატარების რეაქცია.
ნახეთ, როგორი საყვარლები და სასაცილოები არიან ისინი.
ასევე იხილეთ:
პირველი შეხვედრა ახალშობილ და-ძმასთან (გულისამაჩუყებელი ფოტოგალერეა)
10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს
7 თვის სმენადაქვეითებული ბავშვის რეაქცია მშობლების ხმის პირველად გაგონებაზე (+ვიდეო)