"სტრიები მაქვს, მაგრამ ბიკინით ვპოზირებ" - სამშვილიანი დედის ფოტომ ინტერნეტი მოიარა

"სტრიები მაქვს, მაგრამ ბიკინით ვპოზირებ" - სამშვილიანი დედის ფოტომ ინტერნეტი მოიარა
სამი შვილის დედამ და პოპულარულმა ბლოგერმა რეიჩელ ჰოლისმა დედებს მორიგი გამამხნევებელი პოსტი მიუძღვნა.

რეიჩელმა ყველა დედას მოუწოდა, არ შერცხვეთ მშობიარობის შემდეგ სხეულზე დატოვებული კვალის და ბიკინიში გამოწყობილებმა თამამად ინებივრონ მზიან სანაპიროებზე.

რეიჩელი მხოლოდ გზავნილით არ შემოიფარგლა და თავად უჩვენა ამის მაგალითი აუდიტორიას - "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" თავისი ბიკინებიანი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც თურმე ქმარმა გადაუღო.

ფოტოს რეიჩელმა ასეთი მინაწერი გაუკეთა:

"სტრიები მაქვს, მაგრამ ბიკინით ვპოზირებ. ჩემი მუცელი გვარიანად მოეშვა სამი ბავშვის ტარების შემდეგ, მაგრამ მაინც ბიკინი
მაცვია. ჩემი ჭიპიც კი დანაოჭდა (აზრადაც არ მომივიდოდა, საერთოდ თუ ხდებოდა მსგავსი რამ), მაგრამ ბიკინით ვარ. რატომ? იმიტომ, რომ ვამაყობ ჩემი სხეულით, მისი ყველა ნაკეცითა თუ ნაოჭით. ეს ამტკიცებს, რომ სამი შვილის გაჩენის გაბედულება მეყო; იმასაც ამტკიცებს, რომ ძალიან მოვინდომე ზედმეტი წონისგან გათავისუფლება და ეს შევძელი.

ვამაყობ, რომ იმ ერთადერთმა მამაკაცმა, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, იცის, რამხელა ძალისხმევა დავხარჯე, ამ იერზე რომ "დავმდგარიყავი". მეუბნება, რომ ყველაზე სექსუალური ვარ... ჰოდა, ქალებო, ნუ გრცხვენიათ თქვენი სხეულის. ეს იარები კი არა, ჯილდოებია და თქვენ ისინი დაიმსახურეთ".

იხილეთ სრულად: mshoblebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93