ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება. ამიტომ დედამ უნდა შეარჩიოს პროდუქტები, რომლებიც ბავშვის ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს.
1. რძის ნაწარმი
ძვლების ზრდისთვის აუცილებელია კალციუმი და ფოსფორი, რომელსაც ბავშვი რძის ნაწარმისგან იღებს. რომელიღაც პროდუქტი მაინც უნდა მიიღოს: რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი, არაჟანი.
2. მარცვლეული
ყველაზე უკეთ მარცვლეული ფაფეულის სახით შეითვისება, რაც მინერალური ნივთიერებების, ნახშირწყლების, უჯრედისების, ცილებისა და ვიტამინების წყაროა.
3. ახალი ხილი და ბოსტნეული
რა თქმა უნდა, ხილ-ბოსტნეული დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს. ბოსტნეულში ნახშირწყლებია, ხილში გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა. გარდა ამისა, ხილსა და კენკრაში ბევრი ორგანული მჟავაა, სასარგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული ეს პროდუქტები.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge